შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან
პროექტის ,,მედიაწიგნიერება" ფარგლებში მონაწილე მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, პროექტის ხელმძღვანელი დალი ბროლიძე, ადგილობრივი თემის წარმომადგენელი, პედაგოგი დავით კურტანიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ ზვიად ქურდაძეს -ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, მერაბ ბარბაქაძეს - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს და გიორგი ცერცვაძეს-ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს. მოსწავლეებმა გააცნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტის მიზნების შესახებ, რის შემდეგაც მათ განიხილეს ერთობლივად გვერდისუბნის დასახლებაში რესკრეაციული ზონის, მინი სკვერის მოწყობის შესაძლებლობა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზების, მოხატვის ინიციატივა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსწავლეებს დახმარებას დაპირდნენ და აღუთქვეს, რომ უახლოეს დღეებში განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ინიციატივას სკვერის მოწყობის შესახებ. რაც შეეხება კედლის მოხატვას, მერის მოადგილემ ბავშვებს განუმარტა, რომ კედელი არის დაზიანებული, იგეგმება მისი რესტავრაცია და რესტავრაციის შემდეგ იქნება მხოლოდ კედლის გალამაზების შესაძლებლობა.
Meeting with the local government
No comments:
Post a Comment