შეხვედრა გვერდისუბნელ მოსახლეობასთან
პროექტის ,,მედიაწიგნიერება" ფარგლებში პროექტში მონაწილე მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მცხოვრები თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა უფროსებს გააცნეს პროექტი და მისი მიზნები, მინი სკვერის მოწყობის გეგმა.
მოსახლეობა დაინტერესდა და მიესალმა მოსწავლეთა ინიციატივას და გვერდში დგომა აღუთქვეს მათ. საუბარში გამოიკვეთა, რომ ეს ტერიტორია მოუვლელია და ეკალ-ბარდითაა სავსე.
საწყის ეტაპზე გადაწყდა უფროსებთან, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მათ ხელთ არსებული რესურსით მოხდეს სტადიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
ბავშვები და უფროსები შეთანხმდნენ და დათქვეს დასუფთავების დღე.
Meeting with the population of Gverdisubani
Within the framework of the project "Media Literacy", the students who were taking part in the project and the head teacher met with representatives of the community living in Surami. The students introduced them the project and their plan about arranging the mini square. Residents were interested and welcomed the students' initiative and promised them to help. During the conversation students found out that the area was full of garbage. Firstly, it was decided to clean the stadium and its surrounding area in collaboration with the local community representatives. The children and the adults agreed and said a day of cleaning.
No comments:
Post a Comment