მეორე შეხვედრა
პროექტის ,,მედიაწიგნიერება'' ფარგლებში, პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლეები ადვოკატირების მეთოდის გამოყენებით ადგილობრივი თემის პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ. დღეს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სკოლას ესტუმრა პარტნიორი ორგანიზაცია საზოგადოება ,,ბილიკის'' აღმასრულებელი დირექტორი მარიკა მღებრიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაკა სარიშვილი.
თუ პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა სურამში, მათ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს, მეორე შეხვედრაზე მოახდინეს პრობლემების რანგირება და გამოკვეთეს მათთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემები, კერძოდ, სურამში, გვერდისუბნის საკმაოდ დიდ დასახლებაში მოსწავლეებს არა აქვთ რეკრეაციული სივრცე, სადაც ისინი დასხდებიან, ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა საკითხების შესახებ ცოდნას, გამოცდილებას, ემოციებს. ასევე ბავშვებს სურთ დაბა სურამში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კედლის მოხატვა, რათა დაიფაროს კედელზე განთავსებული უხამსი წარწერები და გალამაზდეს კედელი.
გადაწყდა მოსწავლეებმა განახორციელონ პროექტი გვერდისუბნის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად და კედლის მოხატვის მიზნით.
პროექტის ფასილიტატორების მარიკა მღებრიშვილის და მაკა სარიშვილის დახმარებით მოსწავლეებმა დაგეგმეს პროექტის ,,გვერდისუბნის სკვერი" საფეხურები, რომელიც სურამში სოფელ გვერდისუბანში სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.
Second meeting
No comments:
Post a Comment