დაბა სურამის გვერდისუბნის დასახლების ახალგაზრდებისათვის
სკვერის მოწყობა
პროექტის სახელწოდება: ,,მედიაწიგნიერება"
პროექტის აღწერა:
დაბა სურამი წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელიც რამდენიმე დასახლებულ უბანს მოიცავს, მათ შორის არის გვერდისუბნის დასახლება. გვერდისუბნის დასახლებაში მდებარეობს მხოლოდ მინი სპორტული მოედანი, სადაც იქ მცხოვრები ბავშვები ვარჯიშობენ. ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ეხლა მიმდინარეობს გვერდისუბანში მისასვლელი გზის მოასფალტება.
გვერდისუბნელ ბავშვებს არ აქვთ სივრცე, სადაც დასხდებიან, ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ დაბა სურამის ცენტრში მდებარე სკვერში წასასვლელად.
პროექტის ,,მედიაწიგნიერება" ფარგლებში მოსწავლეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რათა მოეწყოს სივრცე გვერდისუბანში ბავშვებისათვის დასასვენებლად და გასართობად.
პრობლემა:
დაბა სურამში გვერდისუბნის დასახლებაში ბავშვებს არა აქვთ სივრცე დასასვენებლად, ერთმანეთთისათვის შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.
მიზანი:
დაბა სურამის გვერდისუბნის ახალგაზრდები მოაწყობენ სკვერს, შეიქმნება ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას, გართობას.
დაბა სურამის გვერდისუბნის ახალგაზრდები მოაწყობენ სკვერს, შეიქმნება ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას, გართობას.
აქტივობები:
- ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბლოგის შექმნა;
- ახალგაზრდების სახელით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის წერილის მიწერა სკვერისათვის ადგილის გამოყოფის მიზნით.
- გამოყოფილი ადგილის დასუფთავება;
- სკვერის დიზაინის შემუშავება;
- სკვერის მოსაწყობად რესურსების მოძიება;
- სკვერის მოწყობა;
- სკვერის გახსნა - კონცერტის მოწყობა
პროექტის ,,მედიაწიგნიერება" შესახებ
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას, გაღრმავებას, მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოახდენენ პრობლემების გამოკვეთას, იდენტიფიცირებას და მოიძიებენ საერთო გამოსავალს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სკოლების მასწავლებლებთან, თანატოლებთან და მშობლების საზოგადოებასთან თანამშრომლობით, მედია წიგნიერების ახალი უნარების გამოყენებით. პროექტი გაამყარებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სასკოლო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობით კავშირებს. პროექტის პარტნიორები იმუშავებენ ერთად, გამოავლენენ ყველაზე რთულ საკითხს და უზრუნველყოფენ გადაწყვეტის გზებს.
პროექტის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლები შექმნიან ბლოგებს.ბლოგებში ისინი გააშუქებენ სასკოლო საზოგადოების ყველაზე რთულ საკითხს და უზრუნველყოფენ სკოლების, მშობლების, მოსწავლეთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და კერძო სექტორის მონაწილეობით პრობლემის გადაწყვეტის გზებს.
The project aims to strengthen the capacities and empower youth to highlight the problems of their livelihood and find common solution in collaboration with NGOs, schools teachers, peers and parents community using new skills of media literacy.
The project will
strengthen the collaboration links between NGOs and school communities. Project
partners will work together, will identify most challenging issue, and will provide the ways of solution.
The school representatives will produce vlogs and blogs. In blogs, they will
cover most challenging issue of school community and will provide the solution
ways by the participation of schools, parents, pupils, NGOs, local government
and private sector. The possible topics of blogs and vlogs are children rights,
education, gender equality, child labor etc.
No comments:
Post a Comment