ვიდეო ფაილები















მართალია არდადეგები გვაქვს, მაგრამ ძალიან სახალისო და მნიშვნელოვანია ის საქმე და მიზანი ჩვენთვის, რაც პროექტის ,,მედიაწიგნიერება" ფარგლებში უნდა მივაღწიოთ -  გვერდისუბნელ თანატოლებს შევუქმნათ სივრცე დასვენებისათვის. ამიტომ არ დაგვეზარა სკოლაში სკამებისა და მაგიდის შესაღებად წასვლა. მოტივაციას გვაძლევს ისიც, რომ ჩვენთან ერთად არიან უფროსები - სკოლის თანამშრომლები, რომლებიც გვეხმარებიან მიზნის მიღწევაში.


Although we had vacations, it was very fun and important for us to achieve the goals and objectives of the project to create the space for our peers and mates to relax. So we went to school to color the tables and chairs. We were motivated that adults and School stuff were with us and helped us to achieve our goals.






ეს ვიდეო ასახავს სკოლაში სკამების გაკეთების პროცესს. მშობელთა კვირეულის ფარგლებში სკოლაში  ჩატარდა საქველმოქმედო ბუფეტი. აქციის შედეგად შეგროვილი თანხა მშობლებმა პროექტის მონაწილეებს გადმოგვცეს, რათა სკვერისათვის დაგვემზადებინა სკამები. სკოლის მნე დაგვეხმარა სკამების დამზადებაში, ჩვენ ხალისით ვასრულებდით მის მითითებებს.

This video illustrates the process of making chairs at school. A charity buffet was held at the school within the framework of Parents' Week, the money raised as a result of the action was given to the project participants to make chairs for the square. A school staffer helped us make chairs, We gladly followed his instructions.






გვერდისუბნის თემთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა, პედაგოგებმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს ტერიტორია სკვერის მოსაწყობად.

After meeting with a local community was decided to clean the area around the stadium. Students involved in the project with their parents, teachers and community representatives to clean the area for the square.








პირველ შეხვედრაზე ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც ძირითადად პროექტში ჩართული მოსწავლეების მშობლები არიან, გამოთქვეს გულისტკივილი, რომ სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბავშვები სკვერის მოწყობას გეგმავენ, ეკლიანი და მოსავლელია, ამიტომ დაგეგმეს ადგილობრივი ძალებითა და რესურსებით ტერიტორიის დასუფთავება.


At the first meeting with local community representatives, mostly parents of students who were involved in the project expressed concern that the stadium and its surrounding area where children planned to build a square were full of garbage. So they planned to clean the area with local forces and resources.






გადავწვიტეთ ჩვენი ბლოგი უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და პოპულარული გახდეს, რათა სხვა მოსწავლეებსაც გაუჩნდეთ ინიციატივა და მათაც იზრუნონ გარემოზე. ამიტომ ჩვენს ბლოგს დავამატეთ ვიდეოფაილების ჩანართი, სადაც შემოგთავაზებთ პროექტის განმავლობაში შექმნილ ვიდეოებს.
ეხლა წარმოგიდგენთ პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეების და პროექტის ხელმძღვანელის შეხვედრას გვერდისუბნის თემთან.


We have made our blog more interesting, varied and popular, to encourage other students to take care of the environment as well, So we added a video file tab to our blog, Where you can see videos created during the project. Now We are presenting a meeting of students and project leaders with the local community at the initial stage of the project.















No comments:

Post a Comment