Tuesday, 25 June 2019

სკვერის მოსაწყობად სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება



დასუფთავების აქცია

    პროექტის ,,მედიაწიგნიერების" ფარგლებში ადგილობრივ თემთან თანამშრომლობით დაგეგმილი გვქონდა  იმ ტერიტორიის დასუფთავება, სადაც დავგეგმეთ მინი სკვერის მოწყობა.  

   ჩვენი საკუთარი რესურსით დავასუფთავეთ გვერდისუბნის სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ეკლებით და მოსახლეობის მიერ დაყრილი ნაგვით იყო სავსე. დასუფთავებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მათმა მშობლებმა, თემის წარმომადგენლებმა და ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა.
  მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათი მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მიზნის მიღწევის შემთხვევაში ისინი მუდმივად აიღებენ მზრუნველობას ამ ტერიტორიის დასუფთავებაზე, რომ ისინი მეთვალყურეობას გაუწევენ სხვებსაც, რათა არ დააბინძურონ გარემო. 




Cleaning activity

Within the framework of the project “Media Literacy” we cleaned the area where we had planned to organize a mini square in cooperation with the local community. We cleaned the stadium and its surrounding area with our resources, which was filled with bushes and covered with garbage dumped by the population. Students, their parents, community representatives and our school teachers participated in the cleaning activities. The students mentioned that their motivation is very high and if they achieve their goal they will constantly take care of cleaning the area. They will take care to keep clean the square.













Monday, 24 June 2019

შეხვედრა გვერდისუბნელ მოსახლეობასთან

   
შეხვედრა გვერდისუბნელ მოსახლეობასთან

პროექტის ,,მედიაწიგნიერება" ფარგლებში პროექტში მონაწილე მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი  პედაგოგი  სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მცხოვრები თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა უფროსებს გააცნეს პროექტი და მისი მიზნები, მინი სკვერის მოწყობის გეგმა.

  მოსახლეობა დაინტერესდა და მიესალმა მოსწავლეთა ინიციატივას და გვერდში დგომა აღუთქვეს მათ. საუბარში გამოიკვეთა, რომ ეს ტერიტორია მოუვლელია და ეკალ-ბარდითაა სავსე.
  საწყის ეტაპზე  გადაწყდა უფროსებთან, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მათ ხელთ არსებული რესურსით  მოხდეს სტადიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
   ბავშვები და უფროსები შეთანხმდნენ და დათქვეს დასუფთავების დღე.



Meeting with the population of Gverdisubani
Within the framework of the project "Media Literacy", the students who were taking part in the project and the head teacher met with representatives of the community living in Surami. The students introduced them the project and their plan about arranging the mini square. Residents were interested and welcomed the students' initiative and promised them to help. During the conversation students found out that the area was full of garbage. Firstly, it was decided to clean the stadium and its surrounding area in collaboration with the local community representatives. The children and the adults agreed and said a day of cleaning.











Thursday, 20 June 2019

შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან



შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან


პროექტის ,,მედიაწიგნიერება" ფარგლებში მონაწილე მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, პროექტის ხელმძღვანელი დალი ბროლიძე, ადგილობრივი თემის წარმომადგენელი, პედაგოგი დავით კურტანიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ ზვიად ქურდაძეს -ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, მერაბ ბარბაქაძეს - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს და გიორგი ცერცვაძეს-ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს.  მოსწავლეებმა გააცნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტის მიზნების შესახებ, რის შემდეგაც მათ განიხილეს ერთობლივად გვერდისუბნის დასახლებაში რესკრეაციული ზონის, მინი სკვერის მოწყობის შესაძლებლობა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზების, მოხატვის ინიციატივა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსწავლეებს დახმარებას დაპირდნენ და აღუთქვეს, რომ უახლოეს დღეებში განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ინიციატივას სკვერის მოწყობის შესახებ. რაც შეეხება კედლის მოხატვას, მერის მოადგილემ ბავშვებს განუმარტა, რომ კედელი არის დაზიანებული, იგეგმება მისი რესტავრაცია და რესტავრაციის შემდეგ იქნება მხოლოდ კედლის გალამაზების შესაძლებლობა.






Meeting with the local government

Students, participating in the project, school director and project supervisor at the same time - Dali Brolidze, local community representative, teacher - Dato Kurtanidze met local government officials in Khashuri municipality namely the first deputy mayor of Khashuri municipality Zviad Kurdadze, Merab Barbakadze assistant to the mayor of Khashuri Municipality, Giorgi Tsertsvadze Head of Health and Social Welfare Service. The students introduced the project goals to the local government representatives. Afterwards they discussed the possibility of arranging a recreational area, a mini square in the settlement, Initiation of prettiness and painting near the station. Local government officials promised to help the students. They promised that in the coming days they would discuss how they could help with the municipality's budget In a square arrangement. As for painting the wall, the deputy mayor explained to the children that the wall is damaged ,the restoration of the wall is planned and after which it will be possible to paint








ადვოკატირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან



წერილი მერიას


პროექტის ,,მედიაწიგნიერება'' ფარგლებში გვერდისუბნის სკვერის მოსაწყობად მოსწავლეებმა ადვოკატირების მეთოდის გამოყენებით გადაწყვიტეს მუნიციპალიტეტის მერია ჩაერთოდ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის საქმეში. ამ მიზნით მათ წერილი დაწერეს და  მიმართეს მერიას, რათა მოიპოვონ ნებართვა დაბა სურამის გვერდისუბნის დასახლებაში მინი რეკრეაციული ზონის მოსაწყობად და აგრეთვე სადგურის მიმდებარედ მოხატონ კედელი.




Letter to City Hall
In the framework of the project "Media Literacy”for arranging Gverdisubani square , The students decided to involve the City Hall in solving local problems through advocacy method. So they wrote a letter to the City Hall asking for permission to build a mini-recreation area in the Gverdisubani settlement and also to paint a wall near the station.






Wednesday, 19 June 2019

მეორე შეხვედრა


მეორე შეხვედრა


   პროექტის ,,მედიაწიგნიერება'' ფარგლებში, პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლეები ადვოკატირების მეთოდის გამოყენებით ადგილობრივი თემის პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ. დღეს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა,  სკოლას ესტუმრა პარტნიორი ორგანიზაცია საზოგადოება ,,ბილიკის'' აღმასრულებელი დირექტორი მარიკა მღებრიშვილი და  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაკა სარიშვილი.

    თუ პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა სურამში, მათ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს, მეორე შეხვედრაზე მოახდინეს პრობლემების რანგირება და გამოკვეთეს მათთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემები, კერძოდ, სურამში, გვერდისუბნის საკმაოდ დიდ დასახლებაში მოსწავლეებს არა აქვთ რეკრეაციული სივრცე, სადაც ისინი დასხდებიან, ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა საკითხების შესახებ ცოდნას, გამოცდილებას, ემოციებს. ასევე ბავშვებს  სურთ  დაბა სურამში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კედლის მოხატვა, რათა დაიფაროს კედელზე განთავსებული უხამსი წარწერები და გალამაზდეს კედელი.
      გადაწყდა მოსწავლეებმა განახორციელონ პროექტი გვერდისუბნის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად და კედლის მოხატვის მიზნით.
  პროექტის ფასილიტატორების მარიკა მღებრიშვილის და მაკა სარიშვილის დახმარებით მოსწავლეებმა დაგეგმეს პროექტის ,,გვერდისუბნის სკვერი" საფეხურები, რომელიც სურამში სოფელ გვერდისუბანში სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.




Second meeting

According to the project “Media Literacy” and the project’s goals, the students will work through the advocacy method to solve the problems of the local community. Students and teachers held the second workshop today within the framework of the project. Marika Mgebrishvili, Executive director of partner organization "Biliki" and Maka Sarishvili, public relations manager visited our school. At the first meeting, the students in Surami worked to identify problems in their community, At the second meeting they sorted out the problems and discussed the most painful problems for them. Quite a large settlement of Gverdisubani in Surami Students do not have any recreational space where they could sit, share experiences and emotions with each other. Children also wanted to repaint a wall near the station in Surami which was covered by obscene graffiti and decorate the wall. The students decided to carry out a project to decorate the square and paint the wall. With the help of project facilitators Marika Mgebrishvili and Maka Sarishvili, the students have planned the stages of the project








Sunday, 9 June 2019

პირველი შეხვედრა

                                                               პირველი შეხვედრა

  ჩვენი სკოლა ჩაერთო პროექტში ,,მედიაწიგნიერება'', რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ადვოკატირების მეთოდის გამოყენებით ადგილობრივი თემის პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ. პროექტის საწყის ეტაპზე სკოლას ესტუმრა სკოლის პარტნიორი ორგანიზაციის საზოგადოება ,,ბილიკის'' აღმასრულებელი დირექტორი მარიკა მღებრიშვილი, თავდაპირველად მან მოსწავლეებს გააცნო პროექტის შესახებ ინფორმაცია, პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრის მეორე ნაწილი კი პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო - ქალბატონმა მარიკამ  მოსწავლეებთან იმუშავა ადგილობრივი სათემო პრობლემების იდენტიფიცირებაზე.
პროექტს უხელმძღვანელებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დალი ბროლიძე და ისტ-ის მასწავლებელი გიორგი გუგბერიძე.




The first meeting

Our school was engaged in “Media Literacy” project, within the framework of which the students will work on solving the problems of the local community through the advocacy. At the beginning of the project, the school was visited by the executive director of the community “Biliki” - Marika Mgebrishvili. This organization is also the partner of the school. At first, she introduced to the students the project its goals and expected results. The second part of the meeting was dedicated to practical activities. The director Marika Mgebrishvili worked with students to work out local community problems. The project will be led by a Civics teacher Dali Brolidze and ICT teacher Giorgi Gugberidze.