Tuesday, 4 February 2020

ტურისტული კომპანია

ყურადღება!

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის!
2020 წლის 10 თებერვლიდან სკოლაში პროექტის ,,სურამის გზამკვლევი" ფარგლებში ფუნქციონირებას დაიწყებს ,,ტურისტული კომპანია", რომელიც გადაამზადებს გიდებს სურამის ტურისტული მარშრუტებისათვის.
ტურისტული კომპანიის ,,თანამშრომლების" გადამზადებას უხელმძღვანელებს პროექტის ავტორი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დალი ბროლიძე.
მსურველები ჩაეწერეთ მასთან 😊.

მუშაობა სურამის ტურისტულ გზამკვლევზე

მუშაობა სურამის ტურისტულ გზამკვლევზე

პროექტში ,,სურამის გზამკვლევი" ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ვიკიკლუბის წევრები, უკვე პოპულარული ვიკიპედიელები იღებენ მონაწილეობას.
მათ მოიარეს მუზეუმი, ბიბლიოთეკები,მოაგროვეს ინფორმაცია, ისტორიული მასალა ,,სურამის გზამკვლევის" დასაწერად.
უკვე დასრულდა სურამის ტურისტულ გზამკვლევზე მუშაობა ვიკი მასწავლებლის ჯაბა ლაბაძის ხელმძღვანელობით და დასაბეჭდად არის გამზადებული.






პრეზენტაცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნები“.


პრეზენტაცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნები“.

საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას" მიერ პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა’’-სკოლებისა და თემების დაკავშირება" ფარგლებში დაფინანსდა მცირე სათემო პროექტი ,,სურამის გზამკვლევი".
პროექტის მიზანია პროექტის მონაწილე მოსწავლეებში და თემის წარმომადგენლებში ეკოლოგიური ცნობიერების და პასუხისმგებლობის გაზრდით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სურამში.
დღეს პროექტის ბენეფიციარი მოსწავლეებისათვის პროექტის ხელმძღვანელმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა დალი ბროლიძემ ჩაატარა პრეზენტაცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნები“.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია სურამის თემში არსებული გამოწვევების შესახებ ეკოლოგიური და გარემოს დაცვის მიმართულებით.











Monday, 3 February 2020

სურამის გზამკვლევი


სურამის გზამკვლევი
   
    ვიწყებთ ახალ პროექტზე ,,სურამის გზამკვლევი" მუშაობას. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო  ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას" მიერ და ხორციელდება პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა"-სკოლებისა და თემების დაკავშირება"  ფარგლებში.
  პროექტის სამიზნე ჯგუფია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მე-10  კლასის მოსწავლეები (ჩვენ) და სკოლის მეზობელი თემი.   
     პროექტის  მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება წინამდენარე  საინფორმაციო ბლოგზე, რომელიც შიქმნა პროექტის ,,მედიაწიგნიერება ფარგლებში.
        პროექტის ფარგლებში ჩატარდება გარემოსდაცვითი სემინარი, რომლის მიზანი იქნება მოსწავლეების და მეზობელი თემის წარმომადგენლების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. ისინი ერთად ჩაერთობიან გარემოსდაცვით საქმიანობაში და ამაღლდება მათი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.
 პროექტის ფარგლებში შეიქმნება გიდების ასოციაცია და გიდები გადამზადდებიან, რათა სურამში ჩამოსულ ტურისტებს და დამსვენებლებს სამომავლოდ გააცნონ ტურისტული მარშრუტები. პროექტის მონაწილე მოსწავლეები, რომლებიც ამავდროულად სკოლის ვიკიკლუბის წევრები არიან, მოიძიებენ ინფორმაციას სურამის ღირსშესანიშნაობების შესახებ და გამოსცემენ წიგნად, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ სურამის ტურისტულ გზამკვლევად. სურამის, როგორც კურორტის პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეები გადაიღებენ სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელიც განთავსდება როგორც ბლოგზე, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
  ამ ღონისძიებების შედეგად ამაღლდება მოსწავლეთა  და თემის წარმომადგენლების ეკოლოგიური ცნობიერება , გადამზადდებიან გიდები, რომლებიც მომავალში მეგზურობას გაუწევენ სურამის ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებულ სტუმრებს და ტურისტებს, შეიქმნება პროდუქტი - სურამის გზამკვლევი, რომელიც შემდგომში გამოადგებათ სურამის ისტორიით დაინტერესებულ ტურისტებს.

Saturday, 21 September 2019

საერთაშორისო კამპანია - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო"

საერთაშორისო კამპანია - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო"


საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" ჩვენი სკოლის მოსწავლეები და გვერდისუბნის თემიც შეუერთდა. მათ დაასუფთავეს გვერდისუბნის სკვერის მიმდებარე ტერიტორია.






Thursday, 29 August 2019

პროექტის მონაწილეები - დავით შუბითიძე


  დათო შუბითიძე სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეა,15 წლის.
"ამ პროექტში ჩემი როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ეს იდეა მე მომაფიქრდა; ასევე არაერთგზის ვცადე განმეხორციელებინა ეს ყოველივე. 
ნამდვილად კარგი პროექტია, რომელსაც საფუძველი დაედო და იმედი მაქვს გაგრძელდება. ამ პროექტმა მე მომცა ის უნარი, რომ ყოველთვის უნდა გააკეთოს ის რაც გინდა, არაფერია შეუძლებელი."
პროექტი "მედია წიგნიერება" ხორციელდება სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით.


Dato Shubitidze is a pupil of Surami Public School # 2. He is 15 years old. “My role in this project was one of the most important, Because that was my idea. I also tried to do this many times. It is a really good project that has been established and I hope to continue. This project gave me the ability to do always what to do nothing is impossible.“ The project "Media Literacy" is implemented by the students of Surami Public School # 2 with the support of the Community „Biliki”




Tuesday, 27 August 2019

პროექტის მონაწილეები - მარიამ ლომიძე


  მარიამ ლომიძე სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის, მოსწავლეა, 14 წლის . მარიამ აქტიურად იყო ჩართული "მედია წიგნიერების" პროექტის განხორციელებაში.
"ეს პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის - ბავშვებისთვის, რადგან გვინდოდა შეგვექმნა კუთხე, სადაც თავისუფალ დროს შევძლებდით შევკრებილიყავით და საინტერესოდ გავატარებდით დღეს; სკვერის შექმნის პროცესი კი იყო ორმაგად საინტერესო, რადგან ჩვენ ვცდილობდით ჩვენით მოგვეპოვებინა რესურსი სკვერისთვის, რისთვისაც სხვადასხვა დავალებაზე შეჭიდება მოგვიხდა."
პროექტი "მედია წიგნიერება" ხორციელდება სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით. 


Mariam Lomidze is a pupil of Surami Public School # 2. She is 14 years old. Mariam was actively involved in the implementation of the project “Media Literacy”. “This project was very important to us because we wanted to create a corner where we could gather together and spend some fun time. The process of creating the square was very interesting. Because we were trying to get resources for the square for which we had to force with different tasks“. The project "Media Literacy" is implemented by the students of Surami Public School # 2 with the support of the Community „Biliki”