სურამის გზამკვლევი
ვიწყებთ ახალ პროექტზე ,,სურამის გზამკვლევი" მუშაობას. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას" მიერ და ხორციელდება პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა"-სკოლებისა და თემების დაკავშირება" ფარგლებში.
პროექტის სამიზნე ჯგუფია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები (ჩვენ) და სკოლის მეზობელი თემი.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება წინამდენარე საინფორმაციო ბლოგზე, რომელიც შიქმნა პროექტის ,,მედიაწიგნიერება ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება გარემოსდაცვითი სემინარი, რომლის მიზანი იქნება მოსწავლეების
და მეზობელი თემის წარმომადგენლების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. ისინი ერთად
ჩაერთობიან გარემოსდაცვით საქმიანობაში და ამაღლდება მათი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.
პროექტის ფარგლებში
შეიქმნება გიდების ასოციაცია და გიდები გადამზადდებიან, რათა სურამში ჩამოსულ ტურისტებს
და დამსვენებლებს სამომავლოდ გააცნონ ტურისტული მარშრუტები. პროექტის მონაწილე მოსწავლეები,
რომლებიც ამავდროულად სკოლის ვიკიკლუბის წევრები არიან, მოიძიებენ ინფორმაციას სურამის
ღირსშესანიშნაობების შესახებ და გამოსცემენ წიგნად, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ
სურამის ტურისტულ გზამკვლევად. სურამის, როგორც კურორტის პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეები
გადაიღებენ სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელიც განთავსდება როგორც ბლოგზე, ასევე სხვადასხვა
სოციალურ ქსელში.
ამ ღონისძიებების შედეგად ამაღლდება მოსწავლეთა და თემის წარმომადგენლების ეკოლოგიური ცნობიერება
, გადამზადდებიან გიდები, რომლებიც მომავალში მეგზურობას გაუწევენ სურამის ღირსშესანიშნაობებით
დაინტერესებულ სტუმრებს და ტურისტებს, შეიქმნება პროდუქტი - სურამის გზამკვლევი, რომელიც
შემდგომში გამოადგებათ სურამის ისტორიით დაინტერესებულ ტურისტებს.
No comments:
Post a Comment