Monday, 10 February 2020

ტურისტული კომპანიის პირველი სამუშაო შეხვედრა


ტურისტული კომპანიის პირველი სამუშაო შეხვედრა

პროექტის ,,სურამის გზამკვლევი" ფარგლებში შეიქმნა ტურისტული კომპანია.
დღეს, ტურისტული კომპანიის პირველ სამუშაო დღეს, გაიმართა შეხვედრა შერჩეულ გიდებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი შეხვედრების გეგმა, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა.
გიდებს დაურიგდათ სურამის საფეხმავლო ტურების მარშრუტის შესაბამისი თეორიული მასალა.













Tuesday, 4 February 2020

ტურისტული კომპანია

ყურადღება!

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის!
2020 წლის 10 თებერვლიდან სკოლაში პროექტის ,,სურამის გზამკვლევი" ფარგლებში ფუნქციონირებას დაიწყებს ,,ტურისტული კომპანია", რომელიც გადაამზადებს გიდებს სურამის ტურისტული მარშრუტებისათვის.
ტურისტული კომპანიის ,,თანამშრომლების" გადამზადებას უხელმძღვანელებს პროექტის ავტორი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დალი ბროლიძე.
მსურველები ჩაეწერეთ მასთან 😊.

მუშაობა სურამის ტურისტულ გზამკვლევზე

მუშაობა სურამის ტურისტულ გზამკვლევზე

პროექტში ,,სურამის გზამკვლევი" ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ვიკიკლუბის წევრები, უკვე პოპულარული ვიკიპედიელები იღებენ მონაწილეობას.
მათ მოიარეს მუზეუმი, ბიბლიოთეკები,მოაგროვეს ინფორმაცია, ისტორიული მასალა ,,სურამის გზამკვლევის" დასაწერად.
უკვე დასრულდა სურამის ტურისტულ გზამკვლევზე მუშაობა ვიკი მასწავლებლის ჯაბა ლაბაძის ხელმძღვანელობით და დასაბეჭდად არის გამზადებული.






პრეზენტაცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნები“.


პრეზენტაცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნები“.

საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას" მიერ პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა’’-სკოლებისა და თემების დაკავშირება" ფარგლებში დაფინანსდა მცირე სათემო პროექტი ,,სურამის გზამკვლევი".
პროექტის მიზანია პროექტის მონაწილე მოსწავლეებში და თემის წარმომადგენლებში ეკოლოგიური ცნობიერების და პასუხისმგებლობის გაზრდით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სურამში.
დღეს პროექტის ბენეფიციარი მოსწავლეებისათვის პროექტის ხელმძღვანელმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა დალი ბროლიძემ ჩაატარა პრეზენტაცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნები“.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია სურამის თემში არსებული გამოწვევების შესახებ ეკოლოგიური და გარემოს დაცვის მიმართულებით.











Monday, 3 February 2020

სურამის გზამკვლევი


სურამის გზამკვლევი
   
    ვიწყებთ ახალ პროექტზე ,,სურამის გზამკვლევი" მუშაობას. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო  ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას" მიერ და ხორციელდება პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა"-სკოლებისა და თემების დაკავშირება"  ფარგლებში.
  პროექტის სამიზნე ჯგუფია სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მე-10  კლასის მოსწავლეები (ჩვენ) და სკოლის მეზობელი თემი.   
     პროექტის  მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება წინამდენარე  საინფორმაციო ბლოგზე, რომელიც შიქმნა პროექტის ,,მედიაწიგნიერება ფარგლებში.
        პროექტის ფარგლებში ჩატარდება გარემოსდაცვითი სემინარი, რომლის მიზანი იქნება მოსწავლეების და მეზობელი თემის წარმომადგენლების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. ისინი ერთად ჩაერთობიან გარემოსდაცვით საქმიანობაში და ამაღლდება მათი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.
 პროექტის ფარგლებში შეიქმნება გიდების ასოციაცია და გიდები გადამზადდებიან, რათა სურამში ჩამოსულ ტურისტებს და დამსვენებლებს სამომავლოდ გააცნონ ტურისტული მარშრუტები. პროექტის მონაწილე მოსწავლეები, რომლებიც ამავდროულად სკოლის ვიკიკლუბის წევრები არიან, მოიძიებენ ინფორმაციას სურამის ღირსშესანიშნაობების შესახებ და გამოსცემენ წიგნად, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ სურამის ტურისტულ გზამკვლევად. სურამის, როგორც კურორტის პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეები გადაიღებენ სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელიც განთავსდება როგორც ბლოგზე, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
  ამ ღონისძიებების შედეგად ამაღლდება მოსწავლეთა  და თემის წარმომადგენლების ეკოლოგიური ცნობიერება , გადამზადდებიან გიდები, რომლებიც მომავალში მეგზურობას გაუწევენ სურამის ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებულ სტუმრებს და ტურისტებს, შეიქმნება პროდუქტი - სურამის გზამკვლევი, რომელიც შემდგომში გამოადგებათ სურამის ისტორიით დაინტერესებულ ტურისტებს.