Tuesday 19 May 2020

შეხვედრა გივი ასლამაზაშვილთან


შეხვედრა გივი ასლამაზაშვილთან

პროექტის ,,სურამის გზამკვლევის" ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიჩბისის საჯარო სკოლის დირექტორთან, ბატონ გივი ასლამაზაშვილთან. მან მოსწავლეებს გაუზიარა გამიცდილება თავის სკოლაში დაარსებული მოსწავლეთა ტურისტული კომპანიის შესახებ და ასევე საკუთარი გამოცდილება_გიდად მუშაობის შესახებ.
პროექტი ხორციელდება და დაფინანსებულია საერთაშორისო ასოციაცია ,, კივიტას გეორგიკას'', ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.






საინფორმაციო ბროშურა


საინფორმაციო ბროშურა

პროექტის ,,სურამის გზამკვლევი" ფარგლებში ტურისტული კომპანიის წევრმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინფორმაციო პროდუქტი შექმნეს - საინფორმაციო ბროშურა სურამზე.
პროექტი ხორციელდება და დაფინანსებულია საერთაშორისო ასოციაცია ,, კივიტას გეორგიკას'', ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.





შეხვედრა ტურისტული კომპანიის დამფუძნებელთან


შეხვედრა თამუნა ჯაკონიასთან


   7 მაისს პროექტის ,,სურამის გზამკვლევის" ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა ტურისტული კომპანია Zen Travel დამფუძნებელთან თამუნა ჯაკონიასან. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ტურიზმი, რეგიონალური ტურიზმი, სად და როგორ უნდა მოხდეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურისტული გზამკვლევის პოპულარიზაცია, გარდა ღირსშესანიშნაობებისა, რითი შეიძლება დავაინტერესოთ ტურისტი და რა პროდუქტი ან მომსახურება შეიძლება შევთავაზოთ მას.
პროექტი ხორციელდება და დაფინანსებულია საერთაშორისო ასოციაცია ,, კივიტას გეორგიკას'', ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.






,,ყველა გზა სურამში მიდის"


ყველა გზა სურამში მიდის


  ესეც ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი სარეკლამო კლიპი:


https://www.youtube.com/watch?v=lIdBeXruj9U&t=19s

დისტანციური შეხვედრები




   ჩვენი ტურისტული კომპანია დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება, თუმცა ალბათ პანდემიის დასრულებამდე ვეღარ შევძლებთ ჩვენი სცენარის გაცოცხლებას, ამიტომ დღეს კლუბის შეხვედრაზე გადავწყვიტეთ სარეკლამოდ გამოვიყენოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლი სურამზე, თან ამ ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ჩვენი კლუბის წევრს მარიამ ლომიძეს.
ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ამითი ვიდეორგოლს ახალი სიცოცხლე მიეცემა 







სურამის გზამკვლევი


დაიბეჭდა სურამის გზამკვლევი

პროექტის ,,სურამის გზამკვლევის" ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა" აფინანსებს, შეიქმნა ტურისტული კომპანია.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ვიკიკლუბთან თანამშროლობით, ჯაბა ლაბაძის რედაქტორობით შექმნეს ,,სურამის გზამკვლევი", რომელშიც თავი მოუყარეს ინფორმაციას სურამის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ასევე გზამკვლევში განთავსებულია სურამის საფეხმავლო მარშრუტები.
სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ, უკვე დაიბეჭდა ჩვენი გზამკვლევი, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, კარგ მეგზურობას გაუწევს მომავალში სურამის ტურისტული პოტენციალით დაინტერესებულ ადამიანებს.





Monday 10 February 2020

ტურისტული კომპანიის პირველი სამუშაო შეხვედრა


ტურისტული კომპანიის პირველი სამუშაო შეხვედრა

პროექტის ,,სურამის გზამკვლევი" ფარგლებში შეიქმნა ტურისტული კომპანია.
დღეს, ტურისტული კომპანიის პირველ სამუშაო დღეს, გაიმართა შეხვედრა შერჩეულ გიდებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი შეხვედრების გეგმა, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა.
გიდებს დაურიგდათ სურამის საფეხმავლო ტურების მარშრუტის შესაბამისი თეორიული მასალა.