Monday, 22 July 2019

სკამების შეღებვა


სკამების შეღებვა

  მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო არდადეგებია, პროექტში ,,მედიაწიგნიერება" ჩართული მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც სურამშია დიდი ხალისით ჩაერთო სკამების შეღებვის პროცესში.
 მალე გვერდისუბნის სკვერისათვის სკამებისა და მაგიდის შეღებვას დავასრულებთ და გავახარებთ გვერდისუბნელ ბავშვებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე ექნებთ დასასვენებლად ინვენტარი.



“Painting chairs”

Despite the summer vacation, the part of the students who are included in the project “Media Literacy” and are in Surami willingly became involved in the process of painting chairs. Soon, we will finish painting chairs and tables for the Gverdisubani garden square and make the children happy, who will have inventory to recreate.











Friday, 19 July 2019

თანამშრომლობა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"სთან


თანამშრომლობა  სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"სთან

პროექტის ,,მედიაწიგნიერება” ფარგლებში მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი მოსალოდნელი შედეგია ის, რომ ისინი სწავლობენ ადვოკატირებას, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან.   

   ამჯერად, ჩვენმა მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან", წერილით მიმართეს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორს, რომლის ნებართვითაც  სკვერისათვის მაგიდის დასამზადებლად მათ კაბელის ხის ბარაბანი გადმოგვცეს, მნიშვნელოვანია, რომ ბარაბნის ტრანსპორტირებაშიც თვითონ დაგვეხმარენ.
   მადლობა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას"თანამშრომლობისთვის 
  დარჩა მხოლოდ სამღებრო სამუშაოები და მაგიდა და სკამები მზად გვექნება.



Collaboration with JSC ,,ENERGO- PRO Georgia"

In the project of ,,Media literacy"the important result for our students is that they learn advocacy and collaboration with different organisations.
Now our students collaborated with ,,ENERGO-PRO Georgia''. They wrote letter to the direcror of ENERGO-PRO South Georgia and asked for cable wood drum. They transported this cable wood drum from which our children made a beautiful wood table for square. Thanks to ENERGO-PRO Georgia for cooperation❤️There is only painting work and our cable table and benches will be ready.









Sunday, 14 July 2019

სკამების დამზადება გვერდისუბნის სკვერისთვის



სკამების დამზადება გვერდისუბნის სკვერისთვის

    პროექტის ,,მედიაწიგნიერება” ფარგლებში გადავწყვიტეთ, ვიდრე მერია სკვერის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს, მოგვეძიებინა რესურსი და დაგვემზადებინა მაგიდა და სკამები სკვერისათვის.  ჩვენს სკოლაში ჩატარდა ივნისის თვეში მშობელთა კვირეული, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი აქტივობა იყო ,,საქველმოქმედო ბუფეტი", მშობლებმა გაყიდეს მათ მიერ დამზადებული კულინარული ნაწარმი და მოგროვილი ფულით გადაწყვიტეს დაეგეგმათ ქველმოქმედება. მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი სკვერის იდეა და ქველმოქმედებისათვის მოგროვილი თანხა გადმოგვცეს მაგიდისა და სკამების დასამზადებლად.
   ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის გურამ გოგიტაძის დახმარებით პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დაიწყეს სკამების და მაგიდის  გააკეთება გვერდისუბნის სკვერისათვის.
 წინამდებარე პოსტში წარმოგიდგენთ ასევე  საქველმოქმედო  ბუფეტის ამსახველ ფოტოებს.



Making benches for Gverdisubani Square


Within the framework of ,,Media literacy" while the City Hall start square making work, we decided to search for resources to make table and benches for our square.In June there was a parenting week at our school where one of the activity was Charity Buffet. Our parents made and sold their culinary products.With incoming money they decided to do charity. They liked the idea of square and gave this charity money to make table and benches. Our students with help Guram Gogitadze (material maintenance of our school) started to make the table and benches for Gverdisubani Square. In the previous post we'll show the photos of Charity Buffet.























Wednesday, 10 July 2019

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი გვერდისუბანში



ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი გვერდისუბანში 


  როგორც ვიცით, პროექტის ,, მედიაწიგნიერება” საწყის ეტაპზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გვერდისუბანში სკვერის მოსაწყობად ადგილობრივ თვიმართველობას წერილით მიმართეს და მათგან დახმარების პირობაც მიიღეს.

  ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს გვერდისუბანში, სამიზნე ტერიტორიაზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური  იმყოფებოდა.  მოსწავლეები წერილში მხოლოდ ნებართვას ითხოვდნენ, რათა მერიას გამოეყო ადგილი სკვერის მოსაწყობად. პასუხად, არათუ ადგილის გამოყოფაზე დათანხმდა მერია, არამედ გააცნეს ბავშვებს მერიის გადაწყვეტილება, რომ მერია მოახდენს  სკვერის მოწყობას, კონკრეტულად, შემოიღობება ტერიტორია სკვერისთვის და მოეწყობა მინი რეკრეაციული ზონა ახალგაზრდებისათვის.



Local government officials’ visit to Gverdisubani


  As we know at the initial stage of the project “Media literacy”our school students addressed a letter to the local government to decorate a square and they even received help. It is very pleased, that today the representatives of the infrastructure service visited the area. In the letter the students asked only for permission from the city hall to allocate the place to decorate the square. The city hall agreed not only to allocate the space but also they will arrange the square, concretely, the area will be fenced and a mini recreation zone will be organized for young people.