Saturday, 21 September 2019
Thursday, 29 August 2019
პროექტის მონაწილეები - დავით შუბითიძე
დათო შუბითიძე სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეა,15 წლის.
"ამ პროექტში ჩემი როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ეს იდეა მე მომაფიქრდა; ასევე არაერთგზის ვცადე განმეხორციელებინა ეს ყოველივე.
ნამდვილად კარგი პროექტია, რომელსაც საფუძველი დაედო და იმედი მაქვს გაგრძელდება. ამ პროექტმა მე მომცა ის უნარი, რომ ყოველთვის უნდა გააკეთოს ის რაც გინდა, არაფერია შეუძლებელი."
პროექტი "მედია წიგნიერება" ხორციელდება სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით.
Dato Shubitidze is a pupil of Surami Public School # 2. He is 15 years old. “My role in this project was one of the most important, Because that was my idea. I also tried to do this many times. It is a really good project that has been established and I hope to continue. This project gave me the ability to do always what to do nothing is impossible.“ The project "Media Literacy" is implemented by the students of Surami Public School # 2 with the support of the Community „Biliki”
Tuesday, 27 August 2019
პროექტის მონაწილეები - მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის, მოსწავლეა, 14 წლის . მარიამ აქტიურად იყო ჩართული "მედია წიგნიერების" პროექტის განხორციელებაში.
"ეს პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის - ბავშვებისთვის, რადგან გვინდოდა შეგვექმნა კუთხე, სადაც თავისუფალ დროს შევძლებდით შევკრებილიყავით და საინტერესოდ გავატარებდით დღეს; სკვერის შექმნის პროცესი კი იყო ორმაგად საინტერესო, რადგან ჩვენ ვცდილობდით ჩვენით მოგვეპოვებინა რესურსი სკვერისთვის, რისთვისაც სხვადასხვა დავალებაზე შეჭიდება მოგვიხდა."
პროექტი "მედია წიგნიერება" ხორციელდება სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, საზოგადოება "ბილიკის" მხარდაჭერით.
Mariam Lomidze is a pupil of Surami Public School # 2. She is 14 years old. Mariam was actively involved in the implementation of the project “Media Literacy”. “This project was very important to us because we wanted to create a corner where we could gather together and spend some fun time. The process of creating the square was very interesting. Because we were trying to get resources for the square for which we had to force with different tasks“. The project "Media Literacy" is implemented by the students of Surami Public School # 2 with the support of the Community „Biliki”
Thursday, 1 August 2019
გვერდისუბნელები გავახარეთ
გვერდისუბნელები გავახარეთ
მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა პირველ ნაბიჯებს სკვერის გალამაზების საქმეში. ბავშვებს ტკბილეულითა და ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენელი, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაკა სარიშვილი.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, პროექტის ხელმძღვანელებმა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო გეგმები დასახეს სკვერის გასალამაზებლად და სექტემბრისათვის დაგეგმეს ამ ადგილის გამწვანება და ყვავილებით გალამაზება.
“Made Gverdisubani inhabitant happy.”
Today, within the boundaries of the project “Media Literacy”, tables and chairs which were made by the participants for Gverdisubani garden square have been brought in the village Gverdisubani. We’ve been helped in transportation management by co-workers of our school, who helped the children to transport chairs with a big motivation in spite of the vacation.
Civilians are happy with the first steps of turning the garden square beautiful. The kids have been offered sweets and cakes. The representative of the association “Biliki” Maka Sarishvili, one of the project directors, was attending the meeting. Students and directors, who are participating in the project set plans out for the future to turn the garden square pretty and scheduled making this place green and covered in flowers in September.
Monday, 22 July 2019
სკამების შეღებვა
სკამების შეღებვა
მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო არდადეგებია, პროექტში ,,მედიაწიგნიერება" ჩართული მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც სურამშია დიდი ხალისით ჩაერთო სკამების შეღებვის პროცესში.
მალე გვერდისუბნის სკვერისათვის სკამებისა და მაგიდის შეღებვას დავასრულებთ და გავახარებთ გვერდისუბნელ ბავშვებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე ექნებთ დასასვენებლად ინვენტარი.
“Painting chairs”
Despite the summer vacation, the part of the students who are included in the project “Media Literacy” and are in Surami willingly became involved in the process of painting chairs. Soon, we will finish painting chairs and tables for the Gverdisubani garden square and make the children happy, who will have inventory to recreate.
Friday, 19 July 2019
თანამშრომლობა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"სთან
თანამშრომლობა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"სთან
პროექტის ,,მედიაწიგნიერება” ფარგლებში მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი მოსალოდნელი შედეგია ის, რომ ისინი სწავლობენ ადვოკატირებას, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
ამჯერად, ჩვენმა მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან", წერილით მიმართეს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორს, რომლის ნებართვითაც სკვერისათვის მაგიდის დასამზადებლად მათ კაბელის ხის ბარაბანი გადმოგვცეს, მნიშვნელოვანია, რომ ბარაბნის ტრანსპორტირებაშიც თვითონ დაგვეხმარენ.
მადლობა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას"თანამშრომლობისთვის <3.
დარჩა მხოლოდ სამღებრო სამუშაოები და მაგიდა და სკამები მზად გვექნება.
Collaboration with JSC ,,ENERGO- PRO Georgia"
In the project of ,,Media literacy"the important result for our students is that they learn advocacy and collaboration with different organisations.
Now our students collaborated with ,,ENERGO-PRO Georgia''. They wrote letter to the direcror of ENERGO-PRO South Georgia and asked for cable wood drum. They transported this cable wood drum from which our children made a beautiful wood table for square. Thanks to ENERGO-PRO Georgia for cooperationThere is only painting work and our cable table and benches will be ready.
Sunday, 14 July 2019
სკამების დამზადება გვერდისუბნის სკვერისთვის
სკამების დამზადება გვერდისუბნის სკვერისთვის
პროექტის ,,მედიაწიგნიერება” ფარგლებში გადავწყვიტეთ, ვიდრე მერია სკვერის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს, მოგვეძიებინა რესურსი და დაგვემზადებინა მაგიდა და სკამები სკვერისათვის. ჩვენს სკოლაში ჩატარდა ივნისის თვეში მშობელთა კვირეული, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი აქტივობა იყო ,,საქველმოქმედო ბუფეტი", მშობლებმა გაყიდეს მათ მიერ დამზადებული კულინარული ნაწარმი და მოგროვილი ფულით გადაწყვიტეს დაეგეგმათ ქველმოქმედება. მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი სკვერის იდეა და ქველმოქმედებისათვის მოგროვილი თანხა გადმოგვცეს მაგიდისა და სკამების დასამზადებლად.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის გურამ გოგიტაძის დახმარებით პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დაიწყეს სკამების და მაგიდის გააკეთება გვერდისუბნის სკვერისათვის.წინამდებარე პოსტში წარმოგიდგენთ ასევე საქველმოქმედო ბუფეტის ამსახველ ფოტოებს.
Making benches for Gverdisubani Square
Within the framework of ,,Media literacy" while the City Hall start square making work, we decided to search for resources to make table and benches for our square.In June there was a parenting week at our school where one of the activity was Charity Buffet. Our parents made and sold their culinary products.With incoming money they decided to do charity. They liked the idea of square and gave this charity money to make table and benches. Our students with help Guram Gogitadze (material maintenance of our school) started to make the table and benches for Gverdisubani Square. In the previous post we'll show the photos of Charity Buffet.
Subscribe to:
Posts (Atom)